მანჩესტერ იუნაიტედი 1 - 3 კრისტალ პალასი

მანჩესტერ იუნაიტედი 1 - 3 კრისტალ პალასი მანჩესტერ "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერი კომენტარი გააკეთა პრემიერ ლიგის მეორე ტურის მატჩში "კრისტალ პალასთან" განცდილი მარცხის შესახებ.

”ჩვენ სარკეში უნდა ჩავიხედოთ. ყველამ იცის, რომ იმაზე უკეთ თამაში შეგვიძლია, ვიდრე ეს დღეს იყო. მსაჯის გადაწყვეტილება პენალტის დანიშვნის თაობაზე - მართებული იყო. დღეს, კრისტალ პალასმა აჩვენა თამაში, რომელსაც ამ გუნდის შესრულებით ხშირად ვერ ვხედავთ. ისინი იმსახურებენ მოპოვებულ ქულებს" - ციტირებს სულშერის სიტყვებს ჟურნალისტი სიმონ სტოუნი საკუთარ ტვიტერის გვერდზე.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე -2 ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "კრისტალ პალასთან" მარცხი განიცადა. შეხვედრა მანჩესტერში, ოლდ ტრაფორდ არენაზე შედგა. "წითელი ეშმაკებისთვის" პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ეს რიგით პირველი მატჩი იყო. "კრისტალ პალასმა" კი ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.