ბეილი: "ტოტენჰემი" განსაკუთრებული კლუბია

ბეილი: "ტოტენჰემი" განსაკუთრებული კლუბია მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გარეთ ბეილი, რომელიც ახალ სეზონში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე "ტოტენჰემში" მოგვევლინება, ინგლისურ კლუბში დაბრუნებით, გამოწვეულ ემოციებზე გვიყვება.

”სასიამოვნოა აქ დაბრუნება. ეს არის განსაკუთრებული კლუბი. სწორედ აქ გავითქვი სახელი. "ტოტენჰემი" შესანიშნავი გუნდია, საოცარი გულშემატკივრებით. იმედი მაქვს, შესაბამის კონდიციებში შევალ და გუნდს დავეხმარები ტიტულებისთვის ბრძოლაში. როდესაც "ტოტენჰემიდან" წამოვედი, ვფიქრობდი, რომ ერთხელაც ძალიან მოხარული ვიქნებოდი თუ აქ დაბრუნების შესაძლებლობა მომეცემოდა. ახლა შესაძლებლობა გაჩნდა და ვგრძნობ, რომ ეს საუკეთესო დროა დასაბრუნებლად. ტიტულებს მოწყურებული და მოტივირებული ვარ. სტარტს სულმოუთმენლად ველი” - ციტირებს ბეილის სიტყვებს "ტოტენჰემის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბეილი მადრიდის "რეალში" 2013 წლის ზაფხულში, "ტოტენჰემიდან" გადავიდა. უელსელი თავდამსხმელის ტრანსფერი, იმ პერიოდში 101 მილიონი ევრო დაჯდა. გასულ სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის 16 მატჩში (12 შეხვედრაში ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი ), გამოირჩა ორი გატანილი გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემით. მადრიდულ კლუბთან ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.