BBC: არტეტა "ვესტ ჰემთან" გამართულ მატჩს აფასებს

BBC:  არტეტა "ვესტ ჰემთან" გამართულ მატჩს აფასებს "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ, ინგლისის ჩემპიონატის მე -2 ტურის მატჩის შედეგზე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" გამართულ პაექრობაში (2:1) "მეთოფეებმა" დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს.

”მოხარული ვარ, რომ სამი ქულის მოპოვება შევძელით. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ "ვესტ ჰემის" ბარიერის დაძლევა გაგვიჭირდებოდა. შეხვედრის პირველ 15 წუთში ჩვენ თავად გავირთულეთ ცხოვრება, მეტოქეს კი თავისუფალი სივრცეები დავუტოვეთ. კარგია, რომ მობილიზება შევძელით და ბრძოლა გავაგრძელეთ, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ჩვენ უამრავი შანსი შევქმენით, მაგრამ საკუთარ თამაშში ბევრი რამ გასაუმჯობესებელი გვაქვს” - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.

ლონდონის "არსენალი" ინგლისის პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში "ლივერპულს" დაუპირისპირდება, შეხვედრა ენფილდზე შედგება. "ვესტ ჰემ იუნაიტედი" კი "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.