The Independent: ფერნანდო ტორესი "ლივერპულში" გატარებულ პერიოდს იხსენებს

"ლივერპული" ერთი დიდი ჯადოსნური ადგილი იყო. პირველივე დღიდან ვგრძნობდი, რომ ძალიან თბილად მიმიღეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ახალი ოჯახი ვიპოვე. მსგავსი განცდა ეუფლებოდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბში იყო დასაქმებული. სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების და გულშემატკივრების ურთიერთდამოკიდებულება უბრალოდ ბრწყინვალე იყო."
"მეგონა თითქოს ფრენა შემეძლო. მოედანზე ყველაფრის გაკეთება გამომდიოდა, რასაც კი ჩავიფიქრებდი. ეს უბრალოდ დაუჯერებელი იყო. თავს ძალიან მსუბუქად ვგრძნობდი. ბედნიერებისთვის ყველაფერი გამაჩნდა. ჩემს გვერდით იყო სტივენ ჟერარდი, მეცვა ასეთი დიდებული კლუბის მაისური, ვთამაშობდით ბრწყინვალე ფეხბურთს... იმ პერიოდში ტრავმები არ მაწუხებდა. მქონდა განცდა, რომ მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ვიმყოფებოდი." - ციტირებს გამოცემა The Independent ფერნანდო ტორესის სიტყვებს.
ფერნანდო ტორესი, "ლივერპულის" რიგებში 2007-2011 წლებში ასპარეზობდა. ამის შემდეგ იგი ლონდონის "ჩელსის" შემადგენლობაში გადავიდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა, რაც "ლივერპულისთვის" სარეკორდო მაჩვენებელი იყო.