ბართომეუ: მესის წასვლის უფლებას ვერ მივცემდი

ბართომეუ: მესის წასვლის უფლებას ვერ მივცემდი კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ, გამოცემა Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში, ლიონელ მესის შესახებ საუბრობს. "ბარსელონას" ხელმძღვანელი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც არგენტინელ შემტევს კლუბის დატოვების გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.

"არ ვაპირებ მასთან კონფლიქტში შევიდე. იგი ჩვენი გუნდის კაპიტანი და ლიდერია. ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ როგორ მოქმედებდა იგი მოედანზე. არ შემეძლო მისთვის კლუბის დატოვების უფლება მიმეცა, იგი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. გუნდს ის სჭირდება. მესი- წარმატების გასაღებია. არ ვაპირებ კაპიტანთან რაიმე სახის ღია კონფრონტაციაში შევიდე. ასეთი საკითხები სახლში უნდა მოვაგვაროთ. შეგვიძლია ჩვენს თავს მივულოცოთ, ის რომ მესი კვლავ ჩვენთანაა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი საკუთარ სახლში უნდა იყოს!" - ციტირებს გამოცემა Marca ხოსეპ ბართომეუს სიტყვებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.