ოფიციალურად: გარეთ ბეილი "ტოტენჰემის" ღირსებას დაიცავს

ოფიციალურად: გარეთ ბეილი "ტოტენჰემის" ღირსებას დაიცავს მადრიდის "რეალი" საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გარეთ ბეილის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც მოსალოდნელი იყო, უელსელმა შემტევმა "სამეფო კლუბის" რიგები დატოვა და მომავალ სეზონს "ტოტენჰემის" შემადგენლობაში გაატარებს.

"მადრიდის "რეალი" და "ტოტენჰემ ჰოტსპური" შეთანხმდნენ, რომ ფეხბურთელი გარეთ ბეილი, არენდის ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 30 ივნისამდე ბრიტანულ გუნდში იასპარეზებს. კლუბი წარმატებებს უსურვებს ფეხბურთელს, რომელიც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეტაპის ნაწილია." - წერია განცხადებაში.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.