ოფიციალურად: სერხიო რეგილონი "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

”ჩვენი კლუბი, დიდ მადლობას უხდის სერხიო რეგილონს მადრიდის "რეალში" გატარებული წლების გამო. იგი გამორჩეული იყო თავდადებით, პროფესიონალიზმით და სამაგალითო საქციელებით. კარიერის ახალ ნაბიჯში მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ” - ვკითხულობთ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ტოტენჰემს" ზემოხსენებული გარიგება 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
სერხიო რეგილონი მადრიდის "რეალის" აღზრდილი ფეხბურთელია. მარცხენა მცველმა 2019/2020 წლების სეზონი, სევილიაში გაატარა. იგი ამ კლუბში არენდის ხელშეკრულების საფუძველზე ასპარეზობდა. ესპანელმა ფეხბურთელმა 38 მატჩი ჩაატრა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
✍️ We are delighted to announce the signing of Sergio Reguilón from Real Madrid!#HolaReguilón ⚪️ #COYS pic.twitter.com/XYBxS4w4Sd
— Tottenham Hotspur (@SpursOfficial) September 19, 2020