Football Italia: პირლო ლუის სუარესის შესახებ საუბრობს

”ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ცენტრალური თავდამსხმელი, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე ამჟამად არსებული სიტუაცია არ არის მარტივი. თითოეულ გუნდს მსგავსი გამოწვევები აქვს. ჩვენ არ ვჩქარობთ. რაც შეეხება სუარესს, მას დიდი დრო დასჭირდება იტალიური პასპორტის მიღებისთვის, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ იგი ჩვენი კლუბის ცენტრ-ფორვარდი გახდეს." - ციტირებს პირლოს სიტყვებს გამოცემა Football Italia.
გავრცელებული ინფორმაციის, თანახმად "იუვენტუსმა" სუარესისთვის ბრძოლა შეწყვიტა, რადგან "რომას" ბოსნიელი თავდამსხმელის - ედინო ჯეკოს გაფორმებაზე, შესაბამის შეთანხმებას მიღწია.