დიეგო ჟოტა: "ლივერპული" განსაკუთრებული კლუბია

”ეს არის განსაკუთრებული გუნდი. მომწონს აქ არსებული ინტენსივობა და მოძრაობა, რომლითაც ლივერპული გამოირჩევა. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი სათამაშო სტილია და მეც სწორედ ამგვარი თამაში მსურს. გასულ სეზონში "ლივერპული" წარმოუდგენელი იყო. იქმნებოდა განცდა, რომ მათ უფრო მეტი მოთამაშე ჰყავდათ მინდორზე, ვიდრე სხვა გუნდებს. იმედი მაქვს, ამ სეზონშიც ასე იქნება.
სალაჰი, მანე და ფირმინო მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან. ყოველთვის ცდილობენ გამარჯვება მოიპოვონ. უამრავ გოლს იტანენ და ერთად შესანიშნავად მოქმედებენ. მსურს ამ გუნდის ნაწილი ვიყო, მინდა ამ სამეულში წარმოვჩინდე. ცხადია, ისინი ჩემზე გამოცდილები არიან, ამიტომ პირველი ნაბიჯი რაც უნდა გადავდგა ეს მათგან სწავლაა. იმედი მაქვს, კლუბს დავეხმარები " - ციტირებს ჟოტას სიტყვებს, ლივერპულის ოფიციალურ ვებ-გვერდი.
23 წლის პორტუგალიელი შემტევი, "ლივერპულს" 2020 წლის 19 სექტემბერს შეუერთდა. მისი მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული. ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ასპარეზობდა პორტოს, მადრიდის "ატლეტიკოს" და "ვულვზის" შემადგენლობაში.
It’s time… #JotaSaturday 🤩 pic.twitter.com/2Z8Tav8lBw
— Liverpool FC (@LFC) September 19, 2020