პიერ გასლი: "ალფა ტაურს" დიდი ამბიცია გააჩნია

პიერ გასლი: "ალფა ტაურს" დიდი ამბიცია გააჩნია "ალფა ტაურის" პილოტმა პიერ გასლიმ აღიარა, რომ მის გუნდს დიდი ამბიცია აქვს "რედ ბულ"-თან შესაბამის კონკურენციაში იყოს.

”აშკარაა, რომ "ალფა ტაურს" დიდი ამბიცია გააჩნია. სიტუაცია არ არის იგივე, რაც "ტორო როსოსა" და "რედ ბულს შორის" არსებობდა. ჩვენი პროექტი ძალიან საინტერესოა. გასაგებია, რომ დღეს "რედ ბული" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, "ალფა ტაურს" აქვს მიზანი, რაღაც მომენტში დაიწყოს მათთან კონკურირება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი რესურსები დაგვჭირდება.

ვფიქრობ, გუნდის მიზანი არის საუკეთესო პროექტებში მოხვედრა. მაგრამ ამას მინიმუმ ერთ წელზე მეტი დრო უნდა. ამასთან, ჩვენ აღარ ვართ მონათესავე გუნდები. ახლა ჩვენ ვცდილობთ საკუთარი სივრცე შევქმნათ” - ციტირებს გასლის სიტყვებს Motorsport-ი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ