ზიდანი: არანაირი უთანხმოება არ გვქონია, ეს სიცრუა

”მე არ ვღელავ იმ ჭორებზე, თითქოს იგი ჩემს გამო მიდის, რადგან ეს ასე არ არის. არანაირი პრობლემა არ გვქონია. მას ვერავინ წაართმევს იმას, რასაც მადრიდის "რეალში" მიაღწია. ურთიერთობაში პრობლემები არ გვქონდა. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
მასთან არ მისაუბრია. ის, რასაც მან მადრიდის "რეალში "მიაღწია - ფენომენალურია, ამაზე საუბარი არ ღირს. მან მრავალი ტიტული მოიგო და აჩვენა საკუთარი დონე.
მართალია, იგი ისე არ თამაშობდა, როგორც უნდა ეთამაშა, მაგრამ ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა” - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.