ტიაგო ალკანტარა: გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა

"ლივერპული შესანიშნავი კლუბია, მაგრამ მე ვღელავდი ოჯახზე, ცხოვრების ასპექტზე - ეს არის ახალი ქალაქი, სად უნდა წავიდე ... ბოლო ნაბიჯის გადადგმაში ძალიან დამეხმარა ფილიპე კოუტინიო და ჩაბი ალონსო.
სინამდვილეში, ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან "ბაიერნში" შვიდი წელი გავატარე. პირველი დღიდან, ბოლო დღემდე სიამოვნებას ვიღებდი კლუბისგან, ხალხისგან, ქალაქისგან. მიუნხენის დატოვება მართლაც რთული იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ლივერპულში აღმოვჩნდი”- ციტირებს კლუბის პრეს-სამსახური ტიაგო ალკანტარას სიტყვებს.