ენტონი დევისი: «MVP-ის ტიტულს ლებრონ ჯეიმსი იმსახურებდა»

შეგახსენებთ, რომ MVP-ის ტიტულისთვის ბრძოლაში ლებრონ ჯეიმსმა მხოლოდ და მხოლოდ 16 ხმის მოგროვება შეძლო და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი, ზედიზედ მეორე სეზონია, «მილუოკის» ფორვარდნა იანის ადეტოკუნბო დაიკავა.
— ლებრონი ამ ტიტულს ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა. ის რასაც უკანასკნელი 17 წელია ლიგაში აკეთებს... სტაბილურად ასპარეზობს თითოეულ მატჩში ნათელი მაგალითია იმისა, თუ ვინ დაიმსახურა MVP-ს წოდება», - დევისის სიტყვებს ციტირებს Clutch Points.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელი სეზონის MVP-ის ტიტულის მფლობელის გუნდი პლეი-ოფის მეორე რაუნდიდან გავარდა. «მილუოკი» «მაიამისთან» სერიაში 1-4 დამარცხდა. მეორეს მხრივ «ლეიკერსი» ნახევარ-ფინალურ ეტაპზეა და «დენვერთან» პირველი შეხვედრაც დამაჯერებლად 126:114 მოიგო.