ფრენკ ვოჰელი: «ლებრონი — ჩვენი MVP-ია»

ფრენკ ვოჰელი: «ლებრონი — ჩვენი MVP-ია» «ლოს-ანჯელეს ლეიკერსის» მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ვოჰელმა ცნობილ სპორტულ გამოცემა ESPN-თან ინტერვიუში NBA-ს სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშის წოდებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსის MVP-ია.

არ მინდა იანის ადეტოკუნბოს მიმართ უპატივცემულობა გამოვიჩინო, მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ბერძენი შესანიშნავი კალათბურთელია. აღსანიშნავია ლებრონის წვლილი, რომელიც მან ლეიკერსის შემადგენლობაში გააკეთა. თითქმის ნებისმიერ შეხვედრაში შეუძლია 40 ქულის მოგროვება, ამასთან ერთად ლიგაში ასისტებით ლიდერობს და დაცვას ხელმძღვანელობს».

სწორედ ლებრონის წყალობით გვაქვს ამდენი მოგება და ამიტომ ვართ წარმატებულები პლეი-ფში. ლებრონი ჩვენი MVP-ია. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემა, ამას ჩვენი გუნდიც და ლებრონიც ხვდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჯეიმსი უფრო დიდ მოვლენაზე მოახდენს კონცენტრირებას, ვიდრე ინდივიდუალურ მიღწევაზე», - ფრენკ ვოჰელის სიტყვებს ციტირებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ ადეტოკუნბომ NBA-ს ყველაზე ღირებული კალათბურთელის წოდება ზედიზედ მეორეჯერ მოიპოვა, ხოლო ლებრონი მეორე ადგილზე გავიდა.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.