«ლეიკერსმა» ნახევარ-ფინალის სერია გამარჯვებით დაიწყო

«ლეიკერსმა» ნახევარ-ფინალის სერია გამარჯვებით დაიწყო NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა გაიმართა ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და დენვერ ნაგეტს შორის. ფრენკ ვოჰელის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად 126:114 გაიმარჯვა.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი ლეიკერსის კალათბურთელი დევისი გამოდგა, რომლის ანგარიშზეც 37 ქულა, 10 მოხსნა და 4 ასისტია. დენვერის რიგებში თავის გამოჩენა მიურეიმ შეძლო. კანადელის მონაგარი 21 ქულა, 1 ართმევა და 5 შედეგიანი გადაცემაა.

დენვერ ნაგეტსსა და ლოს ანჯელეს ლეიკერსს შორის მორიგი დაპირისპირება 25 სექტემბერს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/2 ფინალური ეტაპი

პირველი მატჩი

«ლეიკერსი» — «დენვერი» — 126:114 (36:38, 34:21, 33:20, 23:35)

სერიის ანგარიში: 1-0
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.