ლუიშ კასტრო: "ინტერმა" დამსახურებულად მოიგო

"პირველ ტაიმში "შახტარი" ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა "ინტერმა" შეძლო და ერთი მომენტი გამოიყენა. შანსები ჰქონდა მორაესსაც და მარკოს ანტონიოსაც, თუმცა სამწუხაროდ მათ გოლების გატანა ვერ მოახერხეს. ამ თამაშამდე ბრწყინვალე გზა განვლეთ. "ინტერთან" შეხვედრაში კი ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. 0:2-ის შემდეგ ჩვენმა გუნდმა სახე დაკარგა."
"უკრაინის ჩემპიონობა 23 ქულიანი უპირატესობით მოვიპოვეთ. გავედით ევროპის ლიგის ნახევარფინალში, კარგი სეზონი ჩავატარეთ, თუმცა ხალხს მაინც ეს მარცხი დაამახსოვრდება. ჩვენ წავაგეთ შესანიშნავ გუნდთან, რომელმაც ეს შედეგი სრულიად დაიმსახურა."-აღნიშნავდა ლუიშ კასტრო უკრაინული ტელევიზიის (Футбол 1) ეთერში.