Sport Bild: სერჟინიო დესტი მიუნხენის "ბაიერნში" იასპარეზებს

აიაქსის აღზრდილმა ფეხბურთელმა, მთავარ გუნდში საკუთარი ძალები 2019 წელს მოსინჯა. 2019/2020 წლების სერჟინიომ 36 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი ასისტიც მიითვალა. ხსენებულ მცველს იძახებენ აშშ-ს ეროვნულ ნაკრებშიც. ნაციონალურ გუნდში მან უკვე მოასწრო სამი მატჩის გამართვა და ერთი შედეგიანი გადაცემითაც დაგვამახსოვრა თავი.
"აიაქსთან" არსებული ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt - დესტის ღირებულებას 18 მილიონ ევროდ აფასებს.
*** BILDplus Inhalt *** Alle Details zum Poker - Bayern einig mit Ajax-Star Dest! https://t.co/IG28MdRcWs
— BILD FC Bayern (@BILD_Bayern) September 18, 2020