მიულერის მე-200 გოლი

მიულერის მე-200 გოლი მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა თომას მიულერმა, გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურში, გელზენკირხენის "შალკე 04"-თან გამართული პაექრობის დროს, ისტორიული შედეგი დააფიქსირა. თომას მიულერმა "რეკორდმაისტერის" მაისურით ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში მე-200 გოლი გაიტანა. შესაბამის ინფორმაციას, "ბაიერნის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ "შალკესთან" გამართული შეხვედრა, რიგით 536-ე იყო. საკუთარ კარიერაში, სწორედ ამდენჯერ დაიცვა "ბაიერნის" ღირსება - 31 წლის ნახევარმცველმა.

მოქმედი ხელშეკრულების თანახმად, თომას მიულერი გერმანული გრანდის რიგებში 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ინტერნეტ-პორტალი transfermarkt-ი მის ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.