ბასტიან ოჩიპკა: დაფიქსირებული შედეგი უბრალოდ საშინელებაა

ბასტიან ოჩიპკა: დაფიქსირებული შედეგი უბრალოდ საშინელებაა გელზენკირხენის "შალკე 04" ის ორი ფეხბურთელი, ბენჟამენ სტამბული და ბასტიან ოჩიპკა, მიუნხენის "ბაიერნთან" განცდილ დამანგრეველ მარცხს გამოეხმაურნენ. შეგახსენებთ, გერმანიის რეკორდმაისტერმა, ბუნდესლიგის პირველ ტურში, საკუთარ კედლებში "შალკე 04" მიიღო და ანგარიშით 8-0 დაამარცხა.

ბენჟამენ სტამბული -" მიუნხენის "ბაიერნი" არა მხოლოდ ბუნდესლიგის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ჩვენ ბრწყინვალე კლუბს დავუპირისპირდით, აუცილებელია ეს კარგად გავითავისოთ. ეს არის გამოცდილება, რომელიც უნდა ავითვისოთ. ასეთი მარცხის მოთმენა ძნელია, თუმცა აუცილებელია წინსვლა განვაგრძოთ. ფეხბურთს იმის გამო ვთამაშობთ, რომ გავიმარჯვოთ და სიამოვნება მივიღოთ. დღეს არანაირი სიამოვნება არ მიგვიღია. ეს არის მოცემულობა, რომელსაც უნდა დავსჯერდეთ."

ბასტიან ოჩიპკა - "ეს ჩემპიონატის ძალიან მწარე დასაწყისია. რა თქმა უნდა, ნათელი იყო რომ ტრებლის მესაკუთრეების წინააღმდეგ თამაში, რთული იქნებოდა, მაგრამ ტაბლოზე დაფიქსირებული საბოლოო შედეგი უბრალოდ საშინელებაა. ამას სხვა სიტყვებს ვერ მოვუძებნი".

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.