MVP-ს ტიტულის გამოკითხვის შედეგებმა ლებრონ ჯეიმსი განარისხა

Sportsnet-ის კორესპონდენტის მაიკ ტრუდელის თქმით ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ გამოკითხვის შედეგებით უბრალოდ განრისხებულია, რადგან პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ხმების მცირე რაოდენობა მიიღო (16 ხმა).
სიბრაზის მიუხედავად ლებრონ ჯეიმსი იანის ადეტოკუნბოს მიმართ, რომელიც გამოკითხვის შედეგებით გამარჯვებული გახდა, კომპლიმენტებს არ იშურებს.
ამერიკელი კალათბურთელი აღნიშნავს, რომ «მილუოკის» ბერძენმა სპორტსმენმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მიუხედავად თქმულისა, ლებრონ ჯეიმსი აღნიშნავს, რომ გამოკითხვის შედეგები რეგულარულ ჩემპიონატში მიმდინარე მოვლენებს არ შეესაბამებოდა.
აღსანიშნავია, რომ ადეტოკუნბომ NBA-ს ყველაზე ღირებული კალათბურთელის წოდება ზედიზედ მეორეჯერ მოიპოვა, ხოლო ლებრონი მეორე ადგილზე გავიდა.
LeBron said the MVP results “Pissed me off,” due mostly to how few first place votes he got (16).
— Mike Trudell (@LakersReporter) September 19, 2020