ფელიპე მასა: «ფეტელის დრო წავიდა»

— სამწუხაროა უყურო, როგორ იტანჯება ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც ფერარია. არავის სურს ასეთი სკუდერიოს ხილვა. ფეტელის დრო წავიდა. შეხედეთ მიმდინარე სეზონში მის შედეგებს და თქვენთვის ყველაფერი გასაგები გახდება. ფერარი სწორად მოიქცა, როდესაც გუნდიდან სებასტიანი გაუშვა».
— კარლოს საინსი (რომელიც ფეტელის ადგილს 2021 წლის სეზონიდან დაიკავებს) შესანიშნავი პილოტია. ის ახალგაზრდაა და სერიოზულად პროგრესირება შეუძლია. რათქმაუნდა, საწყის ეტაპზე გუნდს კარგი მანქანა სჭირდება, ვიმედოვნებ, რომ ფერარი ამას თავს გაართმევს».
— ფერარი გამორჩეული გუნდია, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოსაა. ჩემთვის ფერარი რელიგიასავითაა» - ფელიპე მასას სიტყვებს ციტირებს GPBlog.