Sky Sports: მიკელ არტეტა ობამეიანგის შესახებ საუბრობს

Sky Sports: მიკელ არტეტა ობამეიანგის შესახებ საუბრობს ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, პიერ ემერიკ ობამეიანგის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, 31 წლის შემტევმა "მეთოფეებთან" ხელშეკრულება 3 წლის ვადით გაახანგრძლივა.

”მე ვფიქრობ, ობამეიანგის ჩვენთან დარჩენის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ გვყავს საოცარი საფეხბურთო გუნდი. "არსენალის" შემადგენლობაში ფანტასტიკური ხალხი მუშაობს და ისინი გულშემატკივრების სიყვარულს გრძნობენ.

როგორც მწვრთნელმა, ჩემი საქმე შევასრულე და საკლუბო მიზნებზე საუბრით ავუხსენი თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ის "არსენალისთვის". სულ ეს არის.


კითხვაზე, თუ რა ინტერესი აქვთ "ბარსელონას" და "ინტერს", არტეტამ დაამატა: ”ჩვენი კლუბი ისეთივე დიდია, როგორც ეს გუნდები. საფეხბურთო კლუბი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის იმის განსახიერება, რის მიღწევას ვცდილობთ და რა არის ჩევნი სამომავლო გეგმები. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მოთამაშეებს ჩვენი პროექტის სჯერათ” - ციტირებს არტეტას სიტყვებს გამოცემა Sky Sports.

19 სექტემბერს, "არსენალი" ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურში "ვესტ ჰემ იუნაიტედს" უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.