ლემპარდი საკადრო საკითხებზე საუბრობს

ლემპარდი საკადრო საკითხებზე საუბრობს ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში, ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით, "ლივერპულთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და ასევე, კომენტარი გააკეთა გუნდში არსებულ საკადრო მდგომარეობაზე.

”ბენ ჩილველი ამ შეხვედრისთვის მზად არ არის, ისევე როგორც კრისტიან პულიშიჩი. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფეხბურთელები უახლოეს პერიოდში მზადყოფნაში იქნებიან, რადგან ისინი უკვე ვარჯიშობენ. ხსენებულ მატჩში, იმავე მიზეზით ჰაკიმ ზიეჩიც არ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ტიმო ვერნერი საკუთარი მოვალეობის შესრულებას დაუბრუნდება.

ბოლო 3-4 დღის განმავლობაში ტიაგო ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა. ახლა მასთან ფიზ-მომზადებაზე ვმუშაობთ, მაგრამ "ლივერპულთან" მისი თამაში ჯერ ძალიან ადრეა. ტიაგო სილვა ნამდვილად ლიდერია. იგი ბუნებით წინამძღოლია. ის ჯერ კარგად არ ფლობს ინგლისურ ენას, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენს გუნდში უამრავი მოთამაშეა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და ეს ფაქტორი ძალიან გვეხმარება.

მისი აქ ყოფნა, ვარჯიშებზე გამოჩენილი მონდომება, კლასი და სათამაშო დონე - პატივისცემას იმსახურებს. ველოდები თუ როდის იქნება იგი ხელმისაწვდომი ძირითადი თერთმეტეულისთვის. როგორც ჩანს, ეს ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია და მზად არის გუნდის დასახმარებლად. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ეს მნიშვნელოვანია.” - აცხადებდა "არისტოკრატების" დამრიგებელი.

20 სექტემბერს, ლონდონის "ჩელსი" საკუთარ კედლებში "ლივერპულს" მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.