«მილანი» «სელტიკის» მცველში 15 მილიონს იხდის

22-წლის ნორვეგიელი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ როსონერი მზადაა 15 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. კრისტოფერს მოქმედი კონტრაქტი «სელტიკთან» 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, ხოლო მისი მიმდინარე სატრანსფერო ღირებულება 3,60 მილიონ ფუნტს შეადგენს.
Sky Sports-ის ინფორმაციით როსონერისა და სელტიკს შორის მოლაპარაკებების დაწყება შემდეგ კვირას იგეგმება.
2019/20 წლების სეზონში აიერმა «სელტიკის» შემადგენლობაში ჯამში 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 22-წლის ნორვეგიელი მცველის ანგარიშზე 4 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.