დანა უაითი: «კონორი შემდეგ წელს უნდა დაბრუნდეს»

დანა უაითი: «კონორი შემდეგ წელს უნდა დაბრუნდეს» ESPN-თან ინტერვიუში UFC-ს პრეიზდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ორ-წონით კატეგორიაში პრომოუშენის ყოფილი ჩემპიონი, კორომ მაკგრეგორი, დიდი ალბათობით, შემდეგი წლის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს.

დანა უაითი აღნიშნავს, რომ საუბარი ბრძოლების გამართვის ვალდებულებაზე არ არის.

სინამდვილეში, მომავალი წლის დასაწყისში კონორისთვის საინტერესო სიახლეებს ვამზადებთ. ირლანდიელი 2021 წლის დასაწყისში უნდა დაბრუნდეს. იმის თქმა არ შემიძლია, რომ მაკგრეგორი გარანტირებულად დაბრუნდება ოქტაგონში, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ საინტერესო სიახლეებზე», - დანა უაითის სიტყვებს ციტირებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ 32-წლის კონორმა MMA-ში ჯამში 26 შეხვედრა ჩაატარა, ირლანდიელის ანგარიშზე 22 გამარჯვებაა (19 ნოკაუტი) და ოთხი მარცხი.

» წყარო

MMA
ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.