"ბაიერნი" 8 - 0 "შალკე 04"

დევიდ ვაგნერი ("შალკეს 04"-ის მთავარი მწვრთნელი) -"ეს იყო ცუდი თამაში. "ბაიერნი" წარმოუდგენლად კარგ ფორმაშია. ახლა ეს გუნდი, სავარაუდოდ, ყველაზე ძლიერია მსოფლიოში. მათ ეს დღეს ნათლად წარმოაჩინეს. ჩვენ გამოფხიზლება და რეაქციის გამოვლენა გვმართებს.”
ჰან-დიტერ ფლიკი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი) -"ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. მატჩის დაწყებამდე ზუსტად გავწერეთ ამოცანების სპექტრი - ბრწყინვალედ გავუმკლავდით თითოეულ მათგანს. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ამ სეზონშიც მაქსიმალურად ვაპირებთ საკუთარი თავის წარმოჩენას. მოხარული ვარ, რომ დღეს ასეთი თამაში ვაჩვენეთ”.
Like we never left. pic.twitter.com/hkN963wzTS
— Serge Gnabry (@SergeGnabry) September 18, 2020