«პსჟ»-ს პრეზიდენტს დიეგო სიმეონე სურს

«პსჟ»-ს პრეზიდენტს დიეგო სიმეონე სურს ცნობილი სპორტული გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფრანგული «პარი სენ-ჟერმენის» პრეზიდენტს ნასერ ალ-ჰელაიფის გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიეგო სიმეონეს ხილვა სურს.

AS-ი იტყობინება, რომ მიუხედავად იმისა, რომ თომას ტუხელმა გასულ სეზონში «პარი სენ-ჟერმენი» ევროპის ყველაზე პრესტიჯული ტურნირის ფინალში ათამაშა, დედაქალაქელების პრეზიდენტის აზრით სწორედ დიეგო სიმეონეა ის სპეციალისტი, რომელიც ფრანგულ კლუბს ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე «მადრიდის ატლეტიკოს» მთავარი მწვრთნელის პოსტს 2011 წლიდან იკავებს. ამ დროის განმავლობაში ესპანურმა კლუბმა ორჯერ მოიგო ევროპის ლიგა, უეფას სუპერთასის ტიტულის დაუფლებაც შეძლო და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

არგენტინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით «მადრიდის ატლეტიკომ» თითო-თითოჯერ მოიგო ჩემპიონატი, თასი და ესპანეთის სუპერთასი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.