გარეთ ბეილი ოთხ კვირას გამოტოვებს

გარეთ ბეილი ოთხ კვირას გამოტოვებს ცნობილი ესპანური სპორტული გამოცემა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, «მადრიდის რეალის» თავდამსხმელი, გარეთ ბეილი, რომელიც ახლახან ჩავიდა ლონდონში, ტრავმირებულია და სავარაუდოდ ოთხ კვირას იუქმებს.

გაცნობებთ, რომ უელსელი შემტევი ლონდონში იმყოფება და გუშინ «ტოტენჰემის» ბაზაზეც გამოჩნდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია.

«მადრიდის რეალის» ხელმძღვანელობამ ლონდონურ კლუბთან პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. 31-წლის უელსელი შემტევი «ტოტენჰემში» არენდის წესით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ გარეთ ბეილი სამეფო კლუბში 2013 წელს სწორედ «ტოტენჰემიდან» გადავიდა.

ტრავმასთან დაკავშირებით მეტი დეტალი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაცნობებთ, რომ გასულ სეზონში გარეთ ბეილმა «მადრიდის რეალის» რიგებში 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. უელსელის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი კი 101 მილიონ ევროს შეადგენს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.