რაფაელ ნადალი რომის ტურნირის მეოთხედ-ფინალში გავიდა

შეხვედრა 1:31 საათი გაგრძელდა. რაფაელ ნადალის ანგარიშზე 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომაა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 8 გეიმი მოიგო და 4-დან 2 ბრეიკ პოინტი მოიგერია. სერბმა დუშან ლაიოვიჩმა 1 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
რაფაელ ნადალი 1/4 ფინალურ ეტაპზე არგენტინელ დიეგო სებასტიან შვარცმანს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 სექტემბერს თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
რომი, იტალია
ATP Internazionali BNL d'Italia ტურნირი
საპრიზო ფონდი: 3 465 045 ევრო
ღია კორტები, გრუნტი
მესამე წრე
რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 2) — დუშან ლაიოვიჩი (სერბეთი) — 6:1, 6:3