«მიუნხენის ბაიერნმა» «შალკე» 8:0 დაამარცხა

როგორც მოსალოდნელი იყო რეკორდმაისტერმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. მატჩის დასაწყისშივე მე-4 წუთზე სერჟ გნაბრიმ ანგარიში გახსნა, ლეონ გორეცკამ 19-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა, 31-ე წუთზე კი რობერტ ლევანდოვსკის პენალტის რეალიზება არ გასჭირვებია და ფაქტიურად შეხვედრის ბედიც გადაწყდა 3:0.
მეორე ტაიმში გულშემატკივრების უმრავლესობას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპი გაახსენდებოდა. ჰანსი ფლიკის შეგირდები გელზენკილხენელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. 47-ე წუთზე გნაბრიბ დუბლი შეასრულა, ხოლო 59-ე წუთზე ჰეთ-თრიკი გაიფორმა
69-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის გენიალური ჩაწოდების შემდეგ მიულერის არც თუ ისე ზუსტი, თუმცა საკმაოდ ძლიერი დარტყმა ვერ მოიგერია ფერმანმა და ანგარიში 6:0 გახდა.
მიუნხენის ბაიერნში ახლახანს გადმოსულმა ლეროი სანემ სადებიუტო შეხვედრაში მაინც მოახერხა გოლის გატანა. 71-ე წუთზე შალკე კონტრშეტევაზე დაიჭირა მიუნხენის ბაიერნმა და მომენტის დასრულება მანჩესტერ სიტის ყოფილმა შემტევმა შეძლო.
მატჩში ბოლო გოლი ბავარიელთა ახალგაზრდა ტალანტმა მუსალამ გაიტანა. 17-წლის ფეხბურთელი საჯარიმოში შეიჭრა და უზუსტესი დარტყმით აიღო ფერმანის კარი 8:0.