პეპ გვარდიოლა: «მესი — იმ კლუბშია, რომელიც მიყვარს»

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპზე «მიუნხენის ბაიერნთან» გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ლიონელ მესის კატალონიური კლუბის დატოვების სურვილი გაუჩნდა, რაზეც კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალური შეტყობინებაც კი გაუგზავნა.
ზაფხულში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თუ 33-წლის არგენტინელი «ბარსელონას» დატოვებდა ის კარიერას «მანჩესტერ სიტიში» გააგრძელებდა, თუმცა საბოლოოდ მესიმ კატალონიაში დარჩენა გადაწყვიტა და გარიგებაც არ შედგა.
— ვფიქრობ, ლეომ გასაგებად ახსნა საკუთარი გრძნობები, მე მეტს ვერაფერს დავამატებ. ის ბარსელონას ფეხბურთელია, კლუბის რომელიც მიყვარს, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი», - პეპ გვარდიოლას სიტყვებს ციტირებს AP-ი.
კითხვაზე ეცდება თუ არა «მანჩესტერ სიტი» 2020/21 წლების დასრულების შემდეგ ლიონელ მესის, როგორც თავისუფალი აგენტის, გაფორმებას გვარდიოლა პასუხობს: «არ ვიცი»