პასუხის პასუხი: პინი ზაჰავი ჰასან სალიჰამიჯიჩს მიმართავს

პასუხის პასუხი: პინი ზაჰავი ჰასან სალიჰამიჯიჩს მიმართავს მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი უკანახაზელის დავიდ ალაბას აგენტი პინი ზაჰავი, "რეკორდმაისტერის" სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის კომენტარს გამოეხმაურა და მისი მისამართით შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა.

"არ მსურს კომენტარი გავაკეთო, ამ ახალ მიდგომაზე. ბატონ სალიჰამიჯიჩს ალბათ დაავიწყდა ვინ არის რობერტ ლევანდოვსკის აგენტი. მე, რობერტის ახალი კონტრაქტის თაობაზე შესაბამის მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი. ეს გასულ წელს მოხდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვიცი რამდენს გამოიმუშავებს იგი. ის ხელფასი რასაც ჩვენ დავიდისთვის ვითხოვთ, ბევრად უფრო მცირე თანხაა, ვიდრე ლევანდოვსკის ანაზღაურება." - ციტირებს ზაჰავის სიტყვებს გამოცემა Sky Sport.

ორიოდე დღის, წინ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ჰასან სალიჰამიჯიჩი შემდეგი შინაარის კომენტარს აკეთებდა - "ზაჰავი სულ სხვა კატეგორიით საზღვრავს. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მის კარნახს მივყვეთ. არ ვაპირებთ გიჟური რაღაცეების ჩადენას, ისეთის როგორიც ეს მას სხვა კლუბებში შეეძლო, რომ ეხილა. "ბაიერნს" აქვს თავის სპორტული და ფინანსური ორიენტირი, რობერტ ლევანდოვსკის და მანუელ ნოიერის სახით. ჩემი აზრით, თავად დავიდიც არ ფიქრობს, რომ იგი ხსენებულ თანაგუნდელებს რაიმეთი აღემატება."

"ალაბა შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. მას კლუბში აფასებენ: გუნდი, მწვრთვნელი, პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი, მე, ოლივერ კანი და რა თქმა უნდა, ული ჰიონესიც. მას ყველანი ვაფასებთ."
- ციტირებდა ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებს გამოცემა Sport Bild.

ზაჰავის მიმართ, საკუთარ დამოკიდებულება დააფიქსირა "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც - "ჩვენი სურვილია, რომ დავიდ ალაბა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში დარჩეს. მაგრამ ამ ფეხბურთელის აგენტი - გაუმაძღარი პირანიაა. რა თქმა უნდა, საქმე ფულშია. ალაბა ისედაც იმყოფება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. ბოლოს და ბოლოს მან თავად უნდა მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. არ უნდა მისცე სხვა ადამიანებს, შენით მანიპულირების უფლება" - აღნიშნავდა ჰიონესი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.