კლოპი: ამ ისტორიებს თქვენ თხზავთ - ჟურნალისტები!

კლოპი: ამ ისტორიებს თქვენ თხზავთ - ჟურნალისტები! "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ლონდონის "ჩელსის" თავკაცთან, ფრენკ ლემპარდთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, პრემიერ ლიგის მეორე ტურის ეგიდით ლონდონის "ჩელსი" საფეხბურთო კლუბ "ლივერპულს" 20 სექტემბერს დაუპირისპირდება.

”არანაირი დაპირისპირება ჩვენს შორის არ არსებობს. თქვენ უნდა შეწყვიტოთ გაზეთების კითხვა. ეს კითხვა ჩემთვის გაუგებარია. როდესაც მეკითხებით მე პასუხებს გაძლევთ, თუმცა ეს პასუხები ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ისე როგორც ამის გაგება სურთ. მთელი ეს ისტორია თქვენ შექმენით. სწორედ თქვენ აწყობთ მეტოქეობას ჩვენს შორის. მაგრამ რატომ?

ალბათ, ფრენკი შესანიშნავი ბიჭია, ჩვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ. ორივეს სურვილია, ჩვენმა გუნდებმა გამარჯვება მოიპოვონ. გავიგე, რომ ბევრს უხარია და ამბობს ძველი დაპირისპირება დაბრუნდა, ისე როგორც ეს ვენგერის და ფერგიუსონის დროს იყო, მაგრამ მსოფლიოს არ სჭირდება ასეთი ისტორიები - ეს მხოლოდ ზოგიერთ თქვენთაგანს სჭირდება, ჟურნალისტებს” - ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Liverpool Echo.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.