Goal: ნაგელსმანი პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს

"ამ მატჩში, პეპ გვარდიოლას გაწეული სამუშაოს შეფასება, არ შემიძლია. რადგანაც არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად ხშირად ვარჯიშობდა ეს გუნდი სამ მცველიანი ტაქტიკით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ სქემაში რაღაც სირთულეები არ შეინიშნებოდა. 4-3-3 ან 3-4-3 სისტემა, არ ვფიქრობ, რომ ასეთი მნიშვნელობის მქონე იყოს კევინ დე ბრუინისათვის. ბოლოს და ბოლოს ყველაფერი ინდივიდუალურ სიტუაციამდე დადის, უბრალოდ ყველაფერს ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს აბრალებენ. გვარდიოლას ეს თამაში, რომ მოეგო ყველა იტყოდა -"ეს არის მსოფლიო დონის ტაქტიკა, ახლა მან ყველა გააოცა." ყოველთვის ასე ხდება"-ციტირებს იულიან ნაგელსმანის სიტყვებს გამოცემა Goal
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში "ლიონი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება. 19 აგვისტოს ჩანიშნული შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.