გარეთ ბეილი «ტოტენჰემის» ბაზაზე მივიდა

Sky Sports-ი იტყობინება, რომ გარეთ ბეილი «ტოტენჰემში» იჯარის წესით იქნება გასხვისებული. უელსელი შემტევი უკვე მივიდა ლონდონელების ბაზაზე.
🚨 Gareth Bale has arrived at #THFC! 🚨
— Sky Sports News (@SkySportsNews) September 18, 2020
He's now at the training ground ahead of completing his return to Spurs from Real Madrid: https://t.co/ftANORSEq5 pic.twitter.com/JbqrBLDFkk
შეგახსენებთ, რომ 2019/20 წლების სეზონში უელსელმა ვინგერმა ლა ლიგაში 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გარეთ ბეილის ანგარიშზე 2 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. ბოლოს უელსელმა მადრიდის «რეალის» შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში «მალაგას» წინააღმდეგ ითამაშა.