ტონი ფერგიუსონი UFC 254 ტურნირზე არ გამოვა

«ჩვენ არაერთხელ გავუგზავნეთ ტონის გუნდს მოთხოვნა. მე პირადად ვურეკავდი მას. თუ სპორტსმენს ბრძოლა უნდა მას აუცილებლად ექნება ბრძოლა. ახლა ის დრო არ არის, რომ ვინმეს რამე ვაიძულოთ. ჩვენ სხვა მებრძოლს ვიპოვით», — დანა უაითის სიტყვებს ციტირებს MMA Junkie
შეგახსენებთ, რომ UFC 254 ტურნირის ჩატარება აბუ-დაბიში 24 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ტურნირის მთავარი ივენთი ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ჯასტინ გეტჯის ბრძოლა იქნება.
გაცნობებთ, რომ ტონი ფერგიუსონის სავარაუდო მეტოქედ დასტინ პორიეს მოიაზრებდნენ, თუმცა საბოლოოდ ბრძოლა არ შედგა, რადგან როგორც გაირკვა პორიემ UFC-თან გასამრჯელოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.