«მანჩესტერ სიტი» იულეს კუნდეს შეძენით დაინტერესდა

წყაროს ინფორმაციით ინგლისური კლუბი იმ შემთხვევაში გადაერთვება 21-წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე, თუ «ნაპოლის» 29-წლის სენეგალელ მცველზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს.
transfermarkt-ის ინფორმაციით იულეს კუნდეს მიმდინარე სატრანსფერო ფასი 30 მილიონ ევროს შეადგენს. ფრანგ ცენტრალურ მცველს მოქმედი კონტრაქტი «სევილიასთან» 2024 წლის ივნისის ბოლომდე აქვს გაფორმებული.
21-წლის კუნდე ფრანგული ბორდოს აღზრდილია და ესპანური კლუბის ღირსებას 2019/20 წლების სეზონიდან იცავს. შარშან იულეს კუნდემ 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ფრანგი მცველის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.