ლინცში გასამართი WTA-ს ტურნირი წლის ბოლოს გადაიტანეს

შეგახსენებთ, რომ ლინცის WTA ტურნირი ძველი კალენდარით 11-18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.
«შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს ვიხდით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ახალი თარიღები. კორონა ვირუსი იძულებულს გვხდის ტურნირის გრაფიკში ცვლილებები შევიტანოთ. სავარაუდოდ ტურნირი ნოემბრის ბოლოს დაიწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება», — წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ლინცის ტურნირის გამარჯვებული ავსტრალიელი ეშლი ბარტია.