პოჩეტინო: "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა არავის შემოუთავაზებია

"ჩემთვის არავის შემოუთავაზებია "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პორტფელი. არც ბართომეუ მინახავს. მხოლოდ რამონ პლანსს შევხვდი (ბარსელონას ერთ-ერთი ხელმძღვანელი), რომელთანაც ხანგრძლივი მეგობრობა მაკავშირებს, ჯერ კიდევ 2009 წლიდან, როდესაც იგი ესპანიოლში მოვიდა."
"რაც შეეხება ჩემს სიტყვებს, სადაც ვამბობდი, რომ არ მქონდა "ბარსელონას" გაწვრთვნის სურვილი, ეს ირონიული განცხადება იყო. მაშინ "ტოტენჰემის" პირველ პრესკონფერენციას ვატარებდი და "ბარსელონაზე" დამისვეს შეკითხვა. მე ამ კითხვას იუმორნარევი პასუხი გავეცი, როგორც ჩანს ჩემი სიტყვა ძალიან შორს წავიდა. ვთქვი ის რაც ვთქვი. ეს ძალიან კარგად ჟღერდა "ესპანიოლის" მხურვალე ქომაგებისთვის, თუმცა ამ პასუხის ადრესატები ისინი არ ყოფილან. განცხადებების ახსნას არ ვაპირებ, რადგანაც ყველას კარგად მოეხსენება ჩემი სიყვარული "ესპანიოლის" მიმართ." - ციტირებს გამოცემა Marca პოჩეტინოს სიტყვებს.
👉 Pochettino niega la oferta del Barça en @partidazocope https://t.co/pO0IIF3484
— MARCA (@marca) September 18, 2020