"ბაიერნის" ემბლემას მეხუთე ვარსკვლავი არ დაემატება

"ბაიერნის" ემბლემას მეხუთე ვარსკვლავი არ დაემატება საჩემპიონო ვარსკვლავი არის სამკერდე ნიშანი, რომელიც ემატება გერბს ან განთავსებულია საფეხბურთო კლუბის/ეროვნული ნაკრების ემბლემაზე, გუნდის მიერ მოპოვებული მნიშვნელოვანი ტიტულების დემონსტრირებისა და შეხსენების მიზნით.

ტურინის "იუვენტუსი" პირველი კლუბი იყო, რომელმაც ოქროს ვარსკვლავი დაურთო საკუთარ მაისურს. 1958 წელს "ბებერმა ქალბატონმა" მეათე სკუდეტო მოიგო და საკუთარ გერბზეც ნანატრი სიმბოლო განათავსა.

"ბაიერნის" ემბლემას მეხუთე ვარსკვლავი არ დაემატება

ის, თუ რამდენი ვარსკვლავი უნდა იყოს გამოყენებული საკლუბო ლოგოზე, საფეხბურთო ფედერაციამ და სხვადასხვა ქვეყნის კავშირებმა თავადვე უნდა გადაწყვიტონ. ყველაზე ხშირად, ერთი ვარსკვლავი ნიშნავს ეროვნულ ჩემპიონატებში მოპოვებულ 5 ან 10 გამარჯვებას.

ბუნდესლიგაში გუნდების ემბლემებზე ვარსკვლავების გამოყენების სქემა ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალურია.

ნებადართულია პირველი ვარსკვლავის გამოყენება ჩემპიონატში სამი გამარჯვების შემდეგ. მეორე შეიძლება გამოჩნდეს ხუთი ტიტულის შემდეგ, მესამე ათი, ხოლო მეოთხე ოცი ტიტულის შემდეგ.


მაგრამ ბაიერნმა ხომ 30 ტიტული მოიგო! სად არის მეხუთე ვარსკვლავი? მოდით ავხსნათ მოცემულობა:

პირველ რიგში, მხედველობაში მიიღება მხოლოდ გერმანიის ტიტულები ბუნდესლიგის ეპოქის დასაწყისიდან (1963 წლიდან დღემდე), ამიტომ ამ დროისთვის ბაიერნმა მხოლოდ 29 ტიტული მოიგო, 2019-2020 წლების სეზონის ჩათვლით - ომამდელი სეზონის პირველი ტიტული 1931/32 არ ითვლება.

მეორე და რაც ყველაზე მთავარია, ბუნდესლიგაში კლუბებისთვის ხუთვარსკვლავიანი წესი არ არსებობს - ოთხი ვარსკვლავი ეს მაქსიმუმია.

"ბაიერნის" გულშემატკივრები როგორი გულდაწყვეტილებიც არ უნდა იყვნენ, ლოგოზე გამოსახული ოთხი ვარსკვლავი - ბუნდესლიგის ლიმიტია.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.