Planet F1: ჯენსონ ბატონი მიკ შუმახერის შესახებ საუბრობს

Planet F1: ჯენსონ ბატონი მიკ შუმახერის შესახებ საუბრობს ფორმულა 1-ის 2009 წლის ჩემპიონმა ჯენსონ ბატონმა, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა მიკ შუმახერის შესახებ. ახალგაზრდა პილოტი ლეგენდარული გერმანელი მრბოლელის, მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილია.

”ძნელია, მართლაც ძალიან ძნელია. ხალხი მას მუდმივად მიხაელს ადარებს. მეჩვენება, რომ ეს დიდი უსამართლობაა. მიკი სხვა ადამიანია.

იგი ძალიან სასიამოვნო ბიჭია. მას აქვს დიდი სამუშაო ეთიკა, ისეთივე, როგორიც ეს მამამისს ჰქონდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიკმა ბევრად გააუმჯობესა საკუთარი მახასიათებლები. ვფიქრობ, ის იმსახურებს ადგილს ფორმულა 1-ში. იქ კი ვნახავთ, თუ როგორ გაუმკლავდება იგი რეალურ ზეწოლას”
- ციტირებს ბატონის სიტყვებს Planet F1.

შეგახსენებთ, ამჟამად უმცროსი შუმახერი ფორმულა 2-ში ასპარეზობს და საერთო რეიტინგსაც ლიდერობს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.