«ვალენსია» გაკოტრების პირასაა

AS იტყობინება, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს დავალიანების ქვითრები გადასცა, რაც ერთგვარი გარანტი იქნება იმისა, რომ ფეხბურთელი ხელფასს აუცილებლად მიიღებს.
როგორც ცნობილი ხდება ვალის გადახდის ვადა 2021 წელს იწურება.
კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო «ვალენსია» ფაქტიურად შემოსავლების გარეშეა დარჩენილი. დაძაბულობა იმ დონემდე მივიდა, რომ ფეხბურთელებს თავად კლუბის ფინანსური დირექტორი ინმა იბანსესი ეწვია, რათა ეთქვა, რომ ამ ეტაპზე «ვალენსიას» ხელფასების გადახდა არ შეუძლია.
«ვალენსიას» ფინანსური მდგომარეობა კატასტროფის ზღვარზეა, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ ესპანური კლუბი მალე ბანკროტად გამოცხადდეს.