ლებრონ ჯეიმსმა აბდულ ჯაბარას რეკორდი გაიმეორა

ლებრონ ჯეიმსმა აბდულ ჯაბარას რეკორდი გაიმეორა ლეიკერსის ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა, ლეგენდარული ცენტრის კარიმ აბდულ-ჯაბარას რეკორდი გაიმეორა. NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მატჩში საკრამენტოს წინააღმდეგ (122:136) ლებრონმა 17 ქულა მოაგროვა და 2019/20 წლების სეზონში 1500 ქულიან ნიშნულს გადააბიჯა.

პროფესიული კარიერის განმავლობაში, უკანასკნელი 17 სეზონია ჯეიმსი საშუალოდ 1500 ქულაზე მეტს აგროვებს, ამგვარი შედეგის მიღწევა ადრე მხოლოდ აბდულ-ჯაბარას ანგარიშზე ირიცხებოდა. მიყოლებით 13 სეზონზე მეტჯერ, NBA-ს ისტორიაში ვერცერთმა სხვა მოთამაშემ ვერ შეძლო 1500 ან მეტი ქულის მოგროვება.

მოქმედი კალათბურთელებიდან ლებრონის გარდა უკანასკნელ 8 სეზონში ამგვარი რეზულტატის ჩვენება ვერავინ შეძლო.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.
ზემოთ