რედნაპი: იყიდეთ მოდრიჩი და ბეილი!

რედნაპი: იყიდეთ მოდრიჩი და ბეილი! "ტოტენჰემის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველების, ლუკა მოდრიჩისა და გარეტ ბეილის შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. იგი ყოფილი კლუბის ხელმძღვანელობას რჩევით მიმართავს.

”გაიფორმეთ ორივე, ბეილი და მოდრიჩი. ეს შესანიშნავი ნაბიჯი იქნებოდა. ლუკა ჯერ კიდევ ფანტასტიკურად თამაშობს. ვგრძნობ, რომ მათ იმ პოზიციაზე ვინმე სჭირდებათ. მათ ჰყავთ თავდამსხმელები, მაგრამ სჭირდებათ ვინმე, ვინც "ჭურვებს" მიიტანს. ლუკა მოდრიჩის მსგავსი, რომელსაც შეუძლია შემტევებისთვის მკვლელი პასების მიწოდება. მათ სწორედ ასეთი მოთამაშე აკლიათ."

"ბეილი და სონი ისეთი ფეხბურთელები არიან, ვისაც უბრალოდ გაუშვებ მოედანზე, რათა მოწინააღმდეგეს ნებისმიერ პოზიციაზე დიდი ზიანი მიაყენონ. ეს ცოტათი ჰგავს "ლივერპულს", რასაც ისინი აკეთებენ საკუთარი შემტევი სამეულით. "წითლები" ბრწყინვალედ იცვლიან პოზიციებს და ვფიქრობ, ხსენებული ფეხბურთელებიც იგივეს გააკეთებენ ტოტენჰემში" - ციტირებს რედნოპის სიტყვებს გამოცემა Goal-ი.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.