ბუბნოვი თბილისის "ლოკომოტივთან" განცდილ მარცხზე - ეს სამარცხვინო იყო!

ბუბნოვი თბილისის "ლოკომოტივთან" განცდილ მარცხზე - ეს სამარცხვინო იყო! საფეხბურთო კლუბ მოსკოვის "სპარტაკისა" და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ბუბნოვმა, თბილისის ლოკომოტივთან, მოსკოვის "დინამოს" მარცხზე ისაუბრა. შეგახსენებთ, ევროპის ლიგის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩი, თბილისის "ლოკომოტივის" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

”მეტწილად, ანტონ შუნინის ორმა შეცდომამ განაპირობა ეს შედეგი, რომელმაც ვერ შეძლო ბურთის შენარჩუნება ყველაზე რთულ სიტუაციებში, სწორედ ამან მიგვიყვანა აქამდე. რა თქმა უნდა, ღირს პრეტენზიების გამოთქმა იმ მცველებთან მიმართებით, რომლებმაც არ დააზღვიეს მეკარე, მაგრამ ბრალის უმეტესობა მას ეკისრება. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ მსგავსმა გამოცდილმა მეკარემ, ორი ასეთი შეცდომა დაუშვა. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ იგი უსაქმოდ იყო დარჩენილი, რადგან ლოკომოტივი თითქმის არ უტევდა. არ არის გამორიცხული, ასეთი თამაშის შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვმა გადახედოს თავის შეხედულებებს შუნინთან დაკავშირებით, რომელმაც ახლახანს მოიპოვა ადგილი რუსეთის ეროვნულ ნაკრებში."

"რა თქმა უნდა, ღირს საუბარი სამწვრთნელო შტაბის ტაქტიკურ შეცდომებზეც. დინამომ ასეთი მეტოქის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ნომინალური ფორვარდი - კომლიჩენკო დააყენა და ეს აშკარად არ იყო საკმარისი. მას შემდეგ, რაც მოედანზე იგბუნი გამოჩნდა, ლოკომოტივის კარზე ზეწოლა გაიზარდა. ასე რომ, თავიდანვე საჭირო იყო ეს გადაწყვეტა, შესაბამისად რეალიზაციის პრობლემებიც ნაკლები იქნებოდა. მე არ ვთვლი, რომ ამ მატჩის შემდეგ, უნდა ვისაუბრო ნოვიკოვის გათავისუფელბის შესახებ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, მწვრთნელის ცვლილების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდება."

"იმის გათვალისწინებით, თუ რა თანხას დებს კლუბის ხელმძღვანელობა ინფრასტრუქტურასა და შემადგენლობაში, ამ შედეგს შეიძლება სამარცხვინო ეწოდოს. შესაძლოა, ევროპული შეჯიბრებიდან ჩამოქვეითება დაეხმაროს კიდეც "დინამოს" საშინაო ასპარეზზე, მაგრამ არა ასეთი თამაშით. მოსკოველებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ბევრი მუშაობა ტაქტიკასა და რეალიზაციაზე, რათა დამატებითი დატვირთვის არ არსებობამ, რუსეთის ჩემპიონატში შედეგი გამოიღოს, როგორც ეს სპარტაკმა გააკეთა ამ ორიოდე წლის წინ "
- ციტირბს ბუბნოვს სიტყვებს გამოცემა Sportbox.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.