«მაიამიმ» «ბოსტონი» მეორედ დაამარცხა

«მაიამიმ» «ბოსტონი» მეორედ დაამარცხა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარ-ფინალური ეტაპის მეორე მატჩი გაიმართა «ბოსტონ სელტიკსა» და «მაიამი ჰიტს» შორის. დაძაბულ შეხვედრაში ერიკ სპოელსტრას გუნდმა მინიმალური ანგარიშით 101:106 გაიმარჯვა.

შეხვედრაში საუკეთესო ჰიტის სლოვენიელი კალათბურთელი დრაგიჩი გახდა, რომლის მონაგარიც 25 ქულა, 3 მოხსნა და 5 ასისტია. სელტიკსის რიგებში თავის გამოჩენა ვოკერმა მოახერხა. ამერიკელი კალათბურთელის ანგარიშზე 23 ქულა, 7 ართმევა და 3 შედეგიანი გადაცემაა.

«ბოსტონ სელტიკსა» და «მაიამი ჰიტს» შორის მორიგი შეხვედრა 20 სექტემბერს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

NBA პლეი-ოფი

1/2 ფინალური ეტაპი

მეორე მატჩი

«ბოსტონი» — «მაიამი» — 101:106 (31:28, 29:19, 17:37, 24:22)

სერიის ანგარიში: 0-2


ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.