Daily Mail: ბენიტესი ჟოზე მოურინიოს შესახებ საუბრობს

”მოურინიოს "ჩელსისთან" კონკურენცია, კარგი იყო თამაშის თვალსაზრისით. მასში ვნება და ემოცია იგრძნობოდა. ფეხბურთში მეტოქეობა მხოლოდ მანამდეა დიდებული, სანამ იგი სათანადოდ ფასდება და სანამ არავინ გადალახავს ეგრედ წოდებულ წითელ ხაზს.
მიუხედავად "ჩელსის" დანახარჯებისა, ჩვენ მათ კონკურენციას ვუწევდით, რაც იმის ნიშანია, რომ ჩვენ იმ პერიოდში სერიოზულ განვითარებას მივაღწიეთ. თითოეული თამაში ერთგვარი ტესტი იყო: ”თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ ჩვენ ასე მოვიქცვით და თუ ამას გავაკეთებთ ჩვენ, მაშინ შესაძლებელია მეტოქე სულ სხვაგვარად მოქმედებდეს” - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს გამოცემა Daily Mail
ფეხბურთის ესპანელი სპეციალისტი მოცემულ მომენტში ჩინეთში, კერძოდ კი "დალიან იფანში" მუშაობს.