ნაომი ოსაკა როლან გაროსზე არ იასპარეზებს

შეგახსენებთ, რომ იაპონელი ჩოგბურთელი ამ თვეში ამერიკის ღია პირველობის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
«სამწუხაროდ, წელს როლან გაროსის ტურნირზე ასპარეზობას ვერ შევძლებ. ჯერ კიდევ მაწუხებს ბარძაყის ტრავმა და გრუნტზე მოსამზადებლად საკმარისი დრო არ მექნება», — წერს ოსაკა ტვიტერის პოსტში.
— NaomiOsaka大坂なおみ (@naomiosaka) September 18, 2020
შეგახსენებთ, რომ როლან გაროსი ორშაბათს, 21 სექტემბერს აიღებს სტარტს და 11 ოქტომბერს დასრულდება.