«ნიცას» სამ ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

«ნიცას» სამ ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა საფეხბურთო კლუბ «ნიცას» ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის სამ ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რომლებიც ამ მომენტისთვის უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საუბარია «ნიცას» თავდამსხელებზე კასპერ დოლბერგსა და ალექსის კლოდ-მორისზე, კორონა ვირუსზე დადებითი ტესტი დაუფიქსირდა სტენლი ენსოკისაც.

ამრიგად საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრას სამივე ფეხბურთელი გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ «ნიცასა» და «პარი სენ-ჟერმენის» დაპირისპირება 20 აგვისტოს თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.