მიუნხენის ბაიერნმა აარონ ჰაიკი გაიფორმა

მიუნხენის ბაიერნმა აარონ ჰაიკი გაიფორმა ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ნიკოლო შკირა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე იტყობინება, რომ მიუნხენის ბაიერნსა და ჰართსის შორის შეთანხმება მიღწეულია.

საუბარია 18 წლის ახალგაზრდა შოტლანდიელ განაპირა მცველზე, რომელსაც რეკორდმაისტერის სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ნიკოლო შკირა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ახალგაზრდა ტალანტი რეკორდმაისტერთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

transfermarkt-ის ინფორმაციით 18 წლის შოტლანდიელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 600 000 ევროს შეადგენს. რა თანხა დაუჯდა მიუნხენური კლუბის მესვეურებს აარონ ჰაიკი ჯერ-ჯერობით უცნობია.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ აარონ ჰაიკიმ მიმდინარე სეზონში ჰართსის მაისურით ჯამში 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლისა და 1 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. მოსალოდნელია, რომ მიუნხენური გრანდი ტრანსფერს ოფიციალურად მიმდინარე კვირაში დაადასტურებს.

» წყარო

ინფორმაცია ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში.